წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი - არ ვიცი, თუ მაინცდამაინც ვატიკანმა შეიტანა ამაში წვლილი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობიდან გათავისუფლდა

მე არ ვიცი, თუ მაინცდამაინც ვატიკანმა შეიტანა ამაში წვლილი, მე ამის შესახებ არ მსმენია,- ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიედრო პაროლინმა განაცხადა, რითაც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში ვატიკანის ეკლესიის წვლილთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის” კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს თავისუფალია.

„მე არ ვიცი, თუ მაინცდამაინც ვატიკანმა შეიტანა ამაში წვლილი, მე ამის შესახებ არ მსმენია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ გათავისუფლდა ტყვეობიდან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა ბედნიერება ვუსურვო მის ოჯახსაც და ქართველ ხალხს”,- განაცხადა კარდინალმა.

ცნობისთვის, დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „არაა გამორიცხული, რომ კარდინლმა დიდი როლი შეასრულა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში”.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა