პრემიერი - ვიდრე ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე

ვიდრე ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად მორგებულია მოქალაქეებზე.

“სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგდოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე და მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტია . ამ ბიუჯეტის თანახმად, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ 20 ლარით. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ესენი არიან ბავშვები, ღვაწლმოსილი პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის თანახმად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფო და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა