ხატია დეკანოიძე - 2019 წელი ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისის წელი იყო

2019 წელი იყო ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისის წელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 2019 წლის შეჯამებისას ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ 2019 წელი მძიმე იყო ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხითაც.

„ეს წელი მძიმე იყო ეკონომიკური განვითარების ძალიან მძიმე შედეგებით. ფართოვდება სოციალურად დაუცველთა წრე და ადამიანებს ძალიან უჭირთ, სიღატაკე და უმუშევრობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, მეორე ეს იყო რუსული გავლენების გაძლიერება და „გავრილოვის ღამე“, რომელმაც მოიტანა მძიმე შედეგები ამ ხელისუფლებისთვის. თვალებდათხრილი ადამიანები, პოლიტპატიმრები - „გავრილოვის პატიმრები“ და რეპრესიები, რომელიც დღემდე გრძელდება. ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების დაპირება და შემდეგ მისი უკან წაღება, აჯანყებული მაჟორიტარები, რომლისაც არავის სჯერა, პოლიტიკური სასამართლო პროცესები, სხვადასხვა ლიდერებზე საქმის აღძვრა, მათ შორის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გიორგი რურუას დაკავება. რეპრესიული მექანიზმების გაძლიერება, რომ შევაჯამაოთ, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენმა საერთაშორისო პარტიორებმა თავისი პოზიცია გამოხატეს და ამ კუთხითაც ნიშნადობლივია ეს წელი, რომ ძალიან მძიმე და ცუდი შეფასება აქვს ივანიშვილს საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მოიტანს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას, მომავალი წელი იქნება წელი, როცა სახელმწიფოს მიტაცება დასრულდება. დარწმუნებული ვარ, შეიცვლება ხლეისუფლება და ფართო პროდასავლური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 იქნება გარდამტეხი წელი, როცა სახელმწიფოში უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ამიტომ მე დიდი იმედით ვუყურებ მომავალ წელს. რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში, რეპრესიები უფრო მძაფრდება, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა