თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ილგაზის რაიონში ტრაილერს შეეჯახა, არის მსხვერპლი

თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ, საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

“შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

იხილეთ ვიდეო: პირველი ფოტომასალა თურქეთიდან, სადაც თბილისი-სტამბოლის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს