„გაბედეს" აქტივისტებმა განათლების სამინისტროში ექვთიმე თაყაიშვილის ამობეჭდილი ბიოგრაფია და ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათი მიიტანეს

მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა განათლების სამინისტროში ექვთიმე თაყაიშვილის ამობეჭდილი ბიოგრაფია და ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათი მიიტანეს.

როგორც „გაბედეს" წევრმა ანრი ჯანჯღავამ განაცხადა, აქცია-პერფორმანსის მიზანი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისთვის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

„გუშინ ამ სამარცხვინო მინისტრმა, ექვთიმე თაყაიშვილი, ეროვნული გმირი შეადარა ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის მოღალატეს და ქართული სახელმწიფოებრიობის მტერს. როცა გაუნათლებელი მინისტრი გყავს, რაზე უნდა ისაუბრო, რა განათლება უნდა მისცეს მან ბავშვებს. გადავწყვიტეთ მოგვეტანა ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია, რომ გაეცნოს და აზრზე მოვიდეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის სურათი, რომ კედელზე დაიკიდოს თუ უკვე არ აქვს ჩამოკიდებული“, - განაცხადა ჯანჯღავამ.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა