ნიკა მელია პარლამენტის წინ კარვების აღებაზე - ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს - კობახიძეებს, გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში

აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა, ვიდრე ივანიშვილი ფასს ბოლომდე არ გადაიხდის ,-ამის შესახებ პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა მოხვდება „ქართულ ოცნებას“,კიდევ ერთი და, ალბათ, მომაკვდინებელი პოლიტიკური დარტყმა. ამ მოედანზე თვალები ამოუვარდათ ბავშვებს და შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვდნენ მკვლელების დასჯას, ეს ადამიანები დაარბიეს. ეს მოედანი მორეცხეს ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრეს, რომ შენი შვილის მკვლელი არ დაისჯება და თვალებდათხრილ ადამიანებს უთხრეს, რომ არც მსროლელები და ის დამნაშავეები დაისჯებიან. ივანიშვილმა გააკეთა ამ შეშინებულმა და აცახცახებულმა ადამიანმა. მლიქვნელი ხელისუფლებაა და არ შერჩება. რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ? რამდენი უნდა დაგვიჭიროთ? ამდენი არც ციხის საკნები გეყოფათ და არც სასამართლოს დარბაზები გეყოფა ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძე. სათითაოდ აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე. 20 ივნისის პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ და რაც გამოგგლიჯათ ხალხმა ის უკან წაიღეთ, პროპორციული არჩევნები. კობახიძეებს, გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში. მხოლოდ არანორმალური, გიჟი, მხოლოდ პოლიტიკურად შეურაცხადი ადამიანი და მხოლოდ შეშინებული გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. ასე ულოცავთ დამდეგ ახალწელს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ? ამ დარბევით მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს უთხარით ? ათობით ჟურნალისტს ეს უთხარით, რომელიც დასახიჩრდა? რუსეთში კრიმინალურად გამდიდრებული ადამიანი ფიქრობს, რომ თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა, მაგრამ ეს არ გამოგივა ივანიშვილო, როდესაც შენ ელაპარაკები ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა სანამ ივანიშვილი ფასს ბოლომდე შესაბამისად არ გადაიხდის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა