საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს  და მის ოჯახს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება პირადად მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს. შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა