რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

"თითქმის ორმოცდაათი წელია ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ სცენაზე ითამაშა: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი ( „ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( „ას ერგასის დღე“), რაშიდა („მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( „მეფე ლირი“), დევინსონი ( „მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა. ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა. რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია