დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი საქმე აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი საქმე აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

როგორც ადვოკატმა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2” ხელისუფლებამ წაიღო, საჭირო იყო ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა „მთავარი არხი” არ გახსნილიყო”.

„პირველ რიგში, დავაზუსტებ იმას, რომ ნიკა გვარამიას არ ედავებიან 6 მილიონის მოპარვას და არც 1 ლარის მოპარვას, ნიკა გვარამიას ედავებიან იმას, რომ მეტი არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან, ეს მაშინ, როცა „რუსთავი 2” იყო ყველაზე წარმატებული იმ პერიოდში, როდესაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ფინანსურდაც. გარდა ამისა, ეს საქმე არის აბსურდული და არათუ დანაშაულის ნიშნები არ არის, არამედ პროკურატურის კომპეტენციაც არ არის ამ საკითხების გარკვევა და ეს არაა მხოლოდ ჩვენი პოზიცია. ეს არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც წერილობით მიმართა საქალაქო სასამართლოს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ეს საკითხი შეიძლება სამოქალაქო წესით განსახილველი იყოს, ოღონდ არა სისხლის სამართლის წესით.

სამოქალაქო სარჩელის შემთხვევაშიც უპერსპექტივო იქნებოდა ეს სარჩელი იმდენად აბსურდულია და ზოგადად, დავა ამ საკითხებზე. რეალურად ყველაფერი არის ნათელი. მას შემდეგ რაც „რუსთავი 2” წაიღო ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა, საჭირო იყო ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა „მთავარი არხი” არ გახსნილიყო და არ განვითარებულიყო და რეალურად ვართ ამ პროცესში. მხოლოდ ამ მიზანს ისახავს მიმდინარე საქმე”, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის, „რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს