ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო თეირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, თეირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ინფორმაციას France24 ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. „სიკვდილი ამერიკას“ - აცხადებდნენ დემონსტრანტები. აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და განაცხადეს, რომ ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ამერიკას სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიან. თეირანის გარდა აქციები ირანის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

სწორედ სულეიმანს უკავშირდება ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო პოზიციების გაძლიერება და ისრაელზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების განხორციელება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ