შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, დღეს გახდება ცნობილი

დღეს, 6 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს.

როგორც ცნობილია, საზოგადოებას კითხვები აქვს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე,თუმცა ამ დროისთვის უცნობია, მოხვდება, თუ არა დეკანოზი შეწყალებულთა სიაში.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია