თორნიკე მამალაძე - მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა

თავად კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

მისივე თქმით, პატრიარქმა წმინდა სინოდი და მთელი საზოგადოება მოატყუა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადა.

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. წინა დღეებში ის პატრიარქს შეხვდა და მე მაქვს ინფორმაცია, თუმცა ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა. გამომდინარე აქედან, წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისადმი შუამდგომლობა გაეგზავნათ, იყო ფარსი, კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე, მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღეს მონაწილეობა კათოლიკოს პატრიარქმა და პრეზიდენტმა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა