თინა ხიდაშელი თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებაზე - ფანტასტიური ამბავია და მხოლოდ მივესალმები - ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც წერია, რომ გაკეთდა ღარიბაშვილის ინიციატივა

კარგია, როდესაც უცბად შეუძლიათ ადამიანებს დაინახონ, რა იყო კარგი, მერე როგორ გახდა ცუდი და დაუბრუნდნენ კარგს, მაგრამ ამასობაში, ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც წერია, რომ გაკეთდა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თინა ხიდაშელმა განუცხადა, საქართველოს შეიარაღებული ძალები მისი მინისტრობის დროს ქართული ხორცით მარაგდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან მინისტრის პოსტი დატოვა და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა, შეიარაღებული ძალების კვების რაციონში კვლავ გაყინული ხორცი დაბრუნდა.

„ჩვენ ეს ინიციატივა, როდესაც ვთქვით, შემდეგ გავაკეთეთ. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად ქართულ ხორცზე იყო გადასული და უკვე ვმუშაობდით ქათმის ხორცის კონტრაქტზე, რომ ქათამიც ქართული უნდა ყოფილიყო. სწორედ, ამ დროს გადავდექი მინისტრობიდან. პირველი, რაც ლევან იზორიამ გააკეთა იყო ის, რომ ქართული ხორცი შეიარაღებული ძალებიდან გააძევა და უკან დააბრუნა გაყინული ხორცი. მაშინ ასეთი კომენტარი გაკეთდა, რომ თითქოს, ქართველი მეწარმეები მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდნენ, ეს აბსოლუტური ტყუილია და ეს რომ ტყუილია, ჩემი შეფასება არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროგრამა მიმდინარეობდა, ხორციელდებოდა და არცერთი წამით არ გვქონია ხარვეზი და შეფერხება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, საზოგადოებას, ალბათ ახსოვს „მოწამვლების შესახებ“ ხოლო, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, არცერთი მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მაშინ ყველა ამბობდა, რომ ეს გამოწვეული იყო სწორედ ჯანსაღი კვების პროდუქტების ჩანაცვლებით.

„ლევან იზორიამ ეს პროექტი მაშინვე დახურა, როგორც კი დაინიშნა. მაშინ არსებობდა ვარაუდები იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ეს, ვის ლობირებდა ეს ცალკე განხილვის საკითხია. წავიკითხე დღევანდელი საინფორმაციო განაცხადი, სასიამოვნო და კარგია, როდესაც უცბად შეუძლიათ ადამიანებს დაინახონ, რა იყო კარგი და მერე როგორ გახდა ცუდი და დაუბრუნდნენ კარგს, მაგრამ ამასობაში, ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც წერია, რომ გაკეთდა ღარიბაშვილის ინიციატივა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და ამიტომ წესით, მის სამართალმემკვიდრეობაზე შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა. ეს მისი ინიციატივა არ იყო, მთლიანად ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ რადგან პრემიერი იყო, მაინც შეეძლო. თუმცა გასაგებია, ეს მხოლოდ გამონაკლის ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ შეცდომა, რომელიც მოხდა, მაგრამ არაუშავს, ეს არ არის პრობლემა. თავისთავად ფანტასტიური ამბავია და მე მხოლოდ მივესალმები. ძალიან ბევრი პროექტი გააჩერა ლევან იზორიამ, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ყველას რომ აღადგენს ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ მისასალმებელი იქნება",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება. მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამინისტრო (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან ერთთვიან უფლებას იღებს, იმისათვის, რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები ქართული გაუყინავი ხორცით უწყვეტად მომარაგდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა