„ალილოს" მონაწილეებს უმრავლესობის დეპუტატებმა საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის წევრებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.

საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი, ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ ქვეყანას მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და ეროვნული ინტერესების გარშემო უფრო მეტად გაერთიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს! ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. ბედნიერი, სიკეთით სავსე, მშვიდი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატებები ყველას! ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წელს უფრო მეტი საერთო ვნახოთ, უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, უფრო მეტ ადამიანთან მივიდეთ, ვინც ჩვენგან დახმარებას ელოდება, გავაკეთოთ მეტი სიკეთე, მეტი გავცეთ და მეტი დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. შემოწირულობა კი ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება. წელს ალილოს მსვლელობის ტრადიციას 20 წელი შეუსრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა