პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარს აცხადებენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი განმარტავენ, რომ დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია სამეფო ოჯახის არცერთ წევრთან გაუვლიათ და ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით „იმედგაცრუებულია.“

სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი აცნობიერებენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. მათ 2019 წლის მაისში ვაჟი - არჩი შეეძინათ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა