მამუკა ხაზარაძე - დავას გავაგრძელებთ სასამართლოში და არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს - ანაკლიის კონსორციუმის მიერ ყველა ვალდებულება იყო შესრულებული

ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირის და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გეგმაში ზემოხსენებული თანამდებობის პირების გარდა, სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ.

ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პირგასამტეხლოს გადახდას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ კითხვებზე პასუხს სასამართლო გასცემს.

„ყველა ამ კითხვას პასუხს გასცემს სასამართლო. ჩვენ ამ წერტილს ველოდებოდით. ამიტომ ჯარიმა და ეს საკითხები შეინახონ თავისთვის. ეს იქნება ძალიან სერიოზული დავა იმიტომ, რომ ისინი წავიდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო