ოკუპირებულ აფხაზეთში „პარლამენტის დეპუტატები“ იკრიბებიან, რათა სოხუმში მიმდინარე მოვლენები განიხილონ

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის „დეპუტატი“, იულია გუნია აცხადებს, რომ „პარლამენტის დეპუტატები“ იკრიბებიან, რათა „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ მიმდინარე მოვლენები განიხილონ.

მისივე თქმით, ე.წ. პარლამენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სესია ჯერ არ დაუნიშნავს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.

აფხაზური მედიის ცნობით, მომიტინგეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო