აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ჰოსპიტალიზებულია, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გულის შეტევა დაემართა. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„პარლამენტის“ პრესსამსახურის ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სპიკერი“ შენობიდან ექიმების თანხლებით გამოვიდა, რა დროსაც „პარლამენტის" შენობასთან შეკრებილებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებდა.

ვალერი კვარჩია 73 წლისაა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 2012, მეორე ვადით კი 2017 წელს აირჩიეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა