ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დადგენილების პროექტი მიიღო, რომლითაც მიმართავს რაულ ხაჯიმბას ვადაზე ადრე გადადგეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან.

დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა „დეპუტატმა“, ოთხის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა.

მანამდე „პარლამენტარებმა“ რაულ ხაჯიმბას ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა გადასცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „დეპუტატმა“ ლეონიდ ჩამაგუამ განუცხადა, რომელიც ოთხ „დეპუტატთან“ ერთად იმყოფებოდა ხაჯიმბასთან. ჩამაგუას თქმით, ხაჯიმბას პასუხი იყო, რომ ამ დროისთვის გადადგომას არ აპირებს.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც სოხუმში არსებული არეულობის შესახებ ვიცით [Live/განახლებადი]

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა