რეზო ხარაზი - ბათუმი-ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა

ბათუმი-ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეზო ხარაზი დოკუმენტაციის გასაჯაროებას და სამუშაოების დროულ დაწყებას მოითხოვს.

ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს აბასთუმანი-ბაღდათის გზის მშენებლობისთვის მიმართავს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის შესახებ ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. ასევე არ არის შეწყვეტილი ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა. მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ყველა მიმოწერა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის და დროულად დაიწყოს პროექტი, რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა