აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი - აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუჰამედ კილბას თქმით, აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს.

„ყველა კარადა გახსნილია. მოპარულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლოები. ამასთან, გახნილია იარაღის შესანახი ოთახი და იარაღის გარკვეული ნაწილი მომიტინგეების ხელშია“, - განაცხადა მუჰამედ კილბამ.

აფხაზური მედია დღეს დილით სოხუმში მომხდარ სროლაზეც საუბრობდა, თუმცა ფაქტი არ დაადასტურა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც სოხუმში არსებული არეულობის შესახებ ვიცით [Live/განახლებადი]

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო