სერგი კაპანაძე ე.წ. შავ სიაზე - ვაპირებთ ვიმუშაოთ, რომ როგორც მინიმუმ, სიაში შემავალ ადამიანებს პარტნიორ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ

ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, სიაში შემავალ ადამიანებს შეეზღუდოთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გადაადგილება, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ დასმულ კითხვას, როგორ წარმოუდგენია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული „შავი სიის“ განხორციელება და სისრულეში მოყვანა.

სერგი კაპანაძის თქმით, ე.წ.შავ სიაში ის ადამიანები შევლენ, რომლებიც „თავიანთი უკანონო ქმედებებით 20 ივნისთან არიან დაკავშირებული“.

„ეს არის სია, რომელშიც ჩვენ გვინდა, რომ შევიდნენ ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისთან არიან დაკავშირებული თავიანთი უკანონო ქმედებებით. მაგალითად, სპეცრაზმელი, რომელმაც ესროლა სამოქალაქო პირს და ამის გამო არ დაისაჯა. პროკურორი, რომელმაც ვინც დაზარალებული იყო, მას წაუყენა ბრალი და არა მას, ვინც დანაშაულის ჩამდენი იყო. ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ იძალადეს, მათ შორის კამერების წინ და არ არიან დაკავებულები მაშინ, როცა ყველამ იცის მათი ვინაობა. ადამიანები, რომლებიც კადრებზე არიან აღბეჭდილი, როგორ ამტვრევენ ერთ-ერთი ოფისის შუშებს და ისინი არ დააკავეს, ანუ ეს ადამიანები ამ დღევანდელი სისტემის პირობებში დარჩნენ დაუსჯელები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დასჯას არ ვაპირებთ, ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ დისკომფორტი, მათი სახელები იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა და ვაპირებთ ვიმუშაოთ იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, მათ შეეზღუდოთ გადაადგილება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, - განაცხადა კაპანაძემ.

წამყვანის კითხვაზე, ხედავს თუ არა ამ სანქციების მოქმედების პერსპექტივას, კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს „შავ სიაში“ შემავალი ადამიანებისთვის პასუხისგების ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა ერთადერთი.

„ეს არის პასუხისგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საუბარია იმ ადამიანებზე და შემსრულებლებზე, რომლებმაც თქვეს , რომ კანონი არ გვაინტერესებს, რასაც დაგვავალებენ იმას გავაკეთებთ კანონის საწინააღმდეგოდ. ეს ადამიანები ამ გზით ემსახურებიან რეჟიმს და ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ მომავალში, როცა ასეთ დავალებას მისცემენ, ეს არ გაუვათ. აუცილებლად ექნებათ პასუხი საგები და ეს პასუხისგების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ერთადერთი ინსტრუმენტი არ არის და არ მომწონს, როცა ამაზე კეთდება მთელი აქცენტი. ჩვენ ვაპირებთ, რომ პიკეტირებაც გავაგრძელოთ, აქციებიც გავაგრძელოთ და ჩვენს პარტნიორებთანაც ვიმუშაოთ. ჩვეულებრივად გაგრძელდება ეს პროცესი. ეს არის უბრალოდ ერთი-ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს შევუქმნათ დისკომფორტი“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო