პაატა ზაქარეიშვილი - როგორც ჩანს, ასლან ბჟანიას მხარდაჭერა აგრძნობინეს კრემლიდან - თუ ხალხი 1 კვირა მაინც ამყოფა საპროტესტო ტალღაზე, დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევს

როგორც ჩანს, ასლან ბჟანიას რაღაც მხარდაჭერა აგრძნობინეს კრემლიდან. თუ ხალხის მობილიზაცია დიდი ხნით მოახდინა და ეს ხალხი 1 კვირა მაინც ამყოფა საპროტესტო ტალღაზე, დარწმუნებული ვარ, ასლან ბჟანია შედეგს მიაღწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ზაქარეიშვილის განცხადებით, მოსკოვი შეეცდება 2-3 დღე არ ჩაერიოს აფხაზეთის საქმეში, თუმცა თუ აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა, მაშინ მისივე თქმით, რუსეთიდან აფხაზეთში მაღალი დონის დელეგაცია ჩავა.

„მაშინ, როდესაც აფხაზეთში ოპოზიციამ შუალედურ წარმატებას მიაღწია და 1-2 თვეში ახალი „სასამართლო“ უნდა დანიშნულიყო, სადაც ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმება/არ გაუქმებას განიხილავდნენ, მან მოულოდნელად შტურმი დაიწყო. ანუ პროცესები მოულოდნელად აალდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ხმას არ იღებდა ოპოზიციის მთავარი ფიგურა ასლან ბჟანია და დღის ბოლოს, მომიტინგეებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ. აშკარად ჩანს, რომ ბჟანიამ რაღაც ინფორმაცია მიიღო ან რუსეთის საელჩოდან ან თვითონ რუსეთიდან. ერთადერთი, ვისაც ამ ფონზე მხარდაჭერის გაწევა შეუძლია, ეს არის მოსკოვი. როგორც ჩანს, ბჟანიას რაღაც მხარდაჭერა აგრძნობინეს კრემლიდან. შედეგად, ბჟანიამ ძალის დემონსტრირების და მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. თუ ხალხის მობილიზაცია დიდი ხნით მოახდინა და ეს ხალხი 1 კვირა მაინც ამყოფა საპროტესტო ტალღაზე, დარწმუნებული ვარ, ასლან ბჟანია შედეგს მიაღწევს.

რაც შეეხება რუსეთს, ის პერსონების - ხაჯიმბას ან ბჟანიას - მხარეს კი არ არის, არამედ სტაბილურობის მომხრეა. თუ რაულ ხაჯიმბა ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას და მსოფლიოში შექმნის განცდას, რომ მოსკოვი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, მაშინ მოსკოვს ურჩევნია ფსონი დადოს მასზე, ვინც წესრიგს დაამყარებს. ამ შემთხვევაში თუ ასლან ბჟანია გარანტიას მისცემს კრემლს, რომ ის დაალაგებს სიტუაციას, მაშინ რუსეთიც მას დაეყრდნობა. რუსეთისთვის ახლა რა დროს აფხაზეთია, პრობლემები აქვს ირანთან დაკავშირებით, სირია, უკრაინა და ა.შ. მოსკოვი შეეცდება 2-3 დღე არ ჩაერიოს აფხაზეთის საქმეში, თუმცა თუ აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა, მაშინ რუსეთიდან აფხაზეთში მაღალი დონის დელეგაცია ჩავა აუცილებლად,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს