ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტის, ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესიც ბრალდების მხარის 2 მოწმის გამოკითხვით გრძელდება.

ამ წუთებში სხდომაზე იკითხება ვასილ თედიაშვილი, რომელიც პოლიციელია.

როგორც სხდომის დაწყებამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილი დღევანდელ პროცესსაც არ დაესწრება, ვინაიდან ის სასამართლო სხდომებზე მისვლის აზრს ვერ ხედავს.

"ჩვეულებრივ გრძელდება პროცესი და ვუსმენთ მომწეებს, რომლებიც არცკი იცნობენ ირაკლი ოქრუაშვილს და არც არანაირი შეხება ჰქონიათ მასთან. ასე, მონოტონურად გრძელდება ჩვენი სასამართლო სხდომა. უკვე დაახლოებით 20 პროცესი ჩატარდა, ასევე დაახლოებით 20-მდე მოწმეს მოვუსმინეთ, რომელსაც არანარი შემხებლობა არ აქვს ირაკლი ოქრუაშვილთან. შესაბამისად, გვარებს, თუ ვის მოიყვანენ და ვინ იქნება დღეს, ფაქტობრივად, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ბრალდების მხარისთვის არც გვიკითხავს.

არ არის პროცესებზე ირაკლი ოქრუაშვილი იმიტომ, რომ აქ სიარულის აზრს ვერ ხედავს“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა