დავით მათიკაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - ცხადზე ცხადია უამრავი სახის შეუსაბამობა, რომელიც დასკვნაში არსებობს

ცხადზე ცხადია უამრავი სახის შეუსაბამობა, რომელიც არსებობს დასკვნაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან მოსამართლეების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს.

„მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რაც გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ხაზგასამელია ის, რომ პოზიტივი არის ძალიან დადებითად შეფასებული, ის რაც მოსამარლეთა არჩევის პროცესთან არის დაკავშირებული. არის რა თქმა უნდა, კრიტიკაც, თუმცა, არსებობს უამრავი ტექნიკური შეუსაბამობა დასკვნაში, რომლის ელემენტარულად ჩამოთვლა, მისი ქაღალდზე გადატანა შეიძლება. ვფიქრობ, სჯობს, კიდევ ერთხელ გაანალიზდეს დასკვნაში მოცემული საკითხები რეალობასთან, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალს და შეფასება შემდეგ გაკეთდეს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებებს, მაგრამ ცხადზე ცხადია, უამრავი სახის შეუსაბამობა, რომელიც არსებობს დასკვნაში და რომელზეც დამატებით შესწავლის შემდგომ შეიძლება ცალკე კომენტარის გაკეთება“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირი მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ანგარიშს ავრცელებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებენ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან.

ანგარიშის თანახმად, პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე პოლიტიკური გარემოს მიუხედავად ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, განცხადებულ მიზანთან დაკავშირებით, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელიც მოიპოვებდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გააძლიერებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურების წარდგენის პროცესის და დანიშვნის პროცესის შესახებ პირველ ანგარიშის დასრულების შემდეგ, ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული 20 კანდიდატის გასაუბრებას, კომიტეტის ხმის მიცემისა და საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესს. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ასპექტისა, მათი საბოლოო შეფასებით, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

დადებით მხარედ შეიძლება აღინიშნოს, რომ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში ზოგადად იყო ღია და გამჭვირვალე, რაც იძლეოდა კანდიდატებისა და ზოგადად პროცესის საჯარო შესწავლის საშუალებას. პარლამენტმა ასევე მოიწვია პროცესში მონაწილე ძირითადი ორგანიზაციები, მათ შორის ომბუდსმენის ოფისის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს გასაუბრების ხარისხსა და ღიაობას.

თუმცა, ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში და რომ პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდგომი პარლამენტის წევრები იყენებდნენ გასაუბრებებს, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას და ინტერვიუებით ვერ მოხდა ბევრი კანდიდატის შესაბამისობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ჩაწყნარება“, - ნათქვამია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს