რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სოხუმში ჩავა

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი განცხადებით, ნურგალაევის ვიზიტის მთავარი მიზანია დაეხმაროს მხარეებს კრიზისის გადაწყვეტაში და „რეპუბლიკაში შეტაკებების“ თავიდან აცილებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც სოხუმში არსებული არეულობის შესახებ ვიცით [Live/განახლებადი]

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს