ანატოლი ბიბილოვი - აფხაზ ძმებს დიალოგისკენ მოვუწოდებ - მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „აფხაზ ძმებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისკენ მოუწოდებს“.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა სოხუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„მომიტინგე მხარეებს მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ საერთო ენა, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ყველა საკითხი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას“,-ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, მთავარია, რომ სისხლი არ დაიღვაროს.

„მთავარია, რომ დაპირისპირების პროცესში სისხლი არ დაიღვაროს. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია“,-აცხადებს ბიბილოვი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც სოხუმში არსებული არეულობის შესახებ ვიცით [Live/განახლებადი]

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა