ნიკა გვარამია მოსამართლეს - სიტყვები „ნაძირლები და ნაბიჭვრები“ ეხებათ მათ, ვინც ჩემს საქმეს აყალბებს, თუ თქვენ ამაში საკუთარ თავს ამოიკითხავთ, ეს თქვენი საქმეა

თქვენ იყავით სრულიად არაადეკვატური, - ასე მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე გვარამიას მისივე განცხადებებზე განმარტებები მოსთხოვა.

მოსამართლემ ნიკა გვარამიას ჰკითხა, რატომ გააკეთა 3 იანვარს, სხდომის დასრულების შემდეგ მასთან მიმართებაში "შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებები". ნიკა გვარამიამ კი უპასუხა, რომ ეს მისი შეფასება იყო, რაც გამოხატვის თავისუფლებით დაცულია.

„არის თუ არა სწორი, როცა ასეთ სიტყვებს იყენებთ მოსამართლის მიმართ?" - ჰკითხა მოსამართლემ ნიკა გვარამიას, რაზეც გვარამიამ ასე უპასუხა: "თუ არ მიგაჩნიათ კანონიერად, მიმართეთ სასამართლოს. არ ვიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ შეურაცხმყოფელი იყო".

მოსამართლემ ნიკა გვარამიას დაზუსტება სთხოვა, სიტყვები: „ნაძირალა“, „ნაბიჭვარი“ ვისთან მიმართებით გამოიყენა. გვარამიას თქმით, ეს სისტემის მიმართ გამოიყენა, რომელმაც მას "უკანონო განაჩენი გამოუტანა“.

ამის შემდეგ მოსამართლემ გვარამიას ისევ ჰკითხა, გამოიყენა თუ არა ეს სიტყვები პირადად მისი, როგორც მოსამართლის მიმართებაში, რაზეც გვარამიამ უპასუხა: "სიტყვები ნაძირლები და ნაბიჭვრები ეხებათ იმათ, ვინც აყალბებს ჩემს საქმეს. თუ თქვენ ამაში საკუთარ თავს ამოიკითხავთ, ეს თქვენი საქმეა".

გარდა ამისა, მოსამართლემ გვარამიას მის მიერ გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ პოსტსა და ფოტოზე ჰკითხა, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლება. გვარამიამ მოსამართლეს უპასუხა, რომ „დიახ, ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლება“.

"ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სიმართლე, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. როგორც პროცესი მიგყავთ, ეს არის დანაშაულებრივი. ეს არის შეფასება... მე გამოვთქვი ეჭვი, რომ თქვენ ბრძანდებოდით არაფხიზელი, ოღონდ ამაში ალკოჰოლი არ მიგულისხმია, თქვენ იყავით სრულიად არაადეკვატური. ჩემი სიტყვა როცა იქნება სკაბრეზული, მაშინ მომთხოვეთ პასუხი, გინდათ როგორც მამაკაცმა და გინდათ როგორც მოსამართლემ", - მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

ამის შემდეგ გვარამიამ მოსამართლეს ჰკითხა, არის თუ არა სიტყვა - არაადეკვატური შერაცხმყოფელი. მოსამართლემ უთხრა, რომ არის და გვარამია სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა.

მოსამართლემ გვარამიას მიმართა, რომ მან სასამართლოსა და თავად მოსამართლეს მიაყენა შეურაცხყოფა, ამაზე გათვალისწინებული სანქციები განუმარტა და 500 ლარით დააჯარიმა.

"იმსახურებ იმას, რომ აქვე დაგაკავოთ, მაგრამ მე არ მინდა ეს, რათა წამებულის მანტია ბოლომდე არ მოისხათ", - მიმართა მოსამართლემ ნიკა გვარამიას.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს