აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს - თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ჩვენ თავად მოვძებნით გამოსავალს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და მოუწოდებს „საკუთარ პრობლემებს მიხედოს“.

„ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“,- წერს კოვე.

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა