რაულ ხაჯიმბა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა შაბათისთვის გადაიდო. ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხადა.

მისი თქმით, ნურგალიევი აფხაზეთში იმყოფება, მაგრამ სოხუმში ჯერ არ ჩასულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი განცხადებით, ნურგალაევის ვიზიტის მთავარი მიზანია დაეხმაროს მხარეებს კრიზისის გადაწყვეტაში და „რესპუბლიკაში შეტაკებების“ თავიდან აცილებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო