„ლელო საქართველოსთვის“ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, აფხაზური კრიზისი ხელახლა გვახსენებს, რომ აფხაზეთის მოსახლეობას არ გააჩნია მომავალი რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობის პირობებში.

„დღეს განსაკუთრებით გვადარდებს გალის მცხოვრებთა ბედი, რომლებიც რუსული რეჟიმის მხრიდან მუდმივი წნეხისა და ეთნოციდის მსხვერპლნი არიან.

რუსეთის ბატონობის წლებში აფხაზებმა დაკარგეს გავლენა თავიანთი კუთხის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. დღეს აფხაზეთში გამეფებულია კორუფცია, ჩამოშლილი საჯარო მმართველობა, განუვითარებელი ეკონომიკა და მძიმე სოციალური კრიზისი.

"ლელო საქართველოსთვის" გმობს ნურგალიევისა და სხვა რუსი პოლიტიკოსების ვიზიტებს აფხაზეთში“.

ჩვენ გვწამს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა შევძლოთ ომის ტრავმების გადალახვა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად თანაცხოვრება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აფხაზეთის დემოკრატიული მომავალი და სწრაფი სოციო-ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ერთიანი თვითმმართველი საქართველოს წიაღშია შესაძლებელი.

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რომელიც იქნება ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელი ახალი ეპოქის ხიდი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო