ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2-3 თვის შემდეგ დაინიშნება

ოკუპირებული აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ, არჩევნები ორი-სამი თვის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლოში გივი გაბნიამ განუცხადა.

მისი თქმით, კანონში აღნიშნულია, რომ არჩვენების ჩატარების მინიმალური ვადაა ორი, მაქსიმალური - სამი თვე. საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია სასამართლოს დღევანდელი დადგენილების გასაჩივრების გადაწყვეტილება. თუმცა, გაბნია არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.

ოპოზიციონერი, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ალხაზ კვიწინია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა შემადგენლობამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში ყველა მოსამართლე არ არის ანგაჟირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა