რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების ბათილად გამოცხადების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა