აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი - რაულ ხაჯიმბა ახალი არჩევნების გამართვისთვის მზად არის

რაულ ხაჯიმბა მზად არის ახალი არჩევნების გამართვისთვის, -ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა.

„პრეზიდენტი არსად არ მიდის და ამით პრობლემაც არ წყდება. ამიტომ კომპრომისი აუცილებელია. ამ ყველაფერში რუსული მხარეც მონაწილეობს. პრეზიდენტი მზად არის ახალი არჩევნებისთვის...კანონის შესაბამისად, ის მომდევნო სამი თვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება“,-განაცხადა გაბნიამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს