თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს.
უწყებაში მომხდარის სხვა დეტალებს ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.
კლუბ "ბასიანთან", დღეს გამთენიისას სროლა იყო, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი.