ასლან ბჟანია - თუ ხაჯიმბა შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, მდგომარეობა გაუარესდება

აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებით, მიიღებს თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ახლა აქტუალური არ არის.

მისი თქმით, ახლა, ნომერ პირველი ამოცანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაა. „შემდეგ კი ვნახოთ“, - განაცხადა მან.

ბჟანიას თქმით, არის საუბარი, რომ რაულ ხაჯიმბა დიალოგისთვის მზად არის. თუკი „პრეზიდენტის“ მხრიდან კონკრეტული წინადადებები იქნება, მზად არის მათზე რეაგირებისთვის.

მისივე განცხადებით, თუკი ხაჯიმბა შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს არ მიღებს, მდგომარეობა გაუარესდება.

„ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ნაკლებად კონტროლირებადი გახდება. მართებული რეაქციის არარსებობამ პრეზიდენტის მხრიდან, შესაძლოა, კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბჟანიამ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი