რაულ ხაჯიმბას „ადმინისტრაცია“ განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ეთანხმება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ გადაწყვეტილებას განმეორებითი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მის გასაჩივრებას აპირებენ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში განაცხადეს.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება „საკასაციო კოლეგიის“ უსამართლო განსაზღვრების საფუძველზე მიიღეს.

„ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით მოცემულ გადაწყვეტილებას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას დადგენილ ვადებში“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე თქმით, აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „ქვეყანას“ სტაბილიზაციის ძიების გზისგან აშორებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 22 მარტისთვის გადაწყდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო