სტამბოლში, საერთაშორისო ტურნირზე ქართველი და უკრაინელი მოჭიდავეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ჩხუბში მწვრთნელებიც ჩაერთნენ

სტამბოლში, მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ინციდენტი მოხდა.

sportall.ge-ის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი ატყდა.

მათივე ინფორმაციით,ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა