აფხაზეთის ე.წ „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წევრი - მიუხედავად იმისა, რომ  განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნები დაინიშნა, რაულ ხაჯიმბას შანსი აქვს, მიაღწიოს განმეორებითი არჩევნების, ან მისი შედეგების გაუქმებას

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დანიშნა განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას აქვს შანსი დაადასტუროს საკუთარი ლეგიტიმურობა და მიაღწიოს განმეორებითი არჩევნების, ან მისი შედეგების გაუქმებას. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის წევრმა გივი გაბნიამ განაცხადა.

„კანონით, რაულ ხაჯიმბას აქვს უფლება ცხრა თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოს საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს უმაღლეს პრეზიდიუმში. პრეზიდიუმმა ორი თვის განმავლობაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, საქმის განხილვას, შესაძლოა, 11 თვე დასჭირდეს“, - განაცხადა გაბნიამ.

ამასთან, მისი თქმით, თუ „უზენაესი სასამართლო“ დაადგენს, რომ 2019 წლის „საპრეზიდენტო არჩევნები“ კანონიერად გაიმართა, ახალი არჩევნები ავტომატურად უქმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა