რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ფორმალურად 13 იანვარს განიხილავს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს ფორმალურად განიხილავს. მანამდე კი, შეასრულებს თუ არა „პრეზიდენტის“ მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი, უცნობია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა უკვე დატოვეს ოპოზიციამ და მათმა მომხრეებმა და სამართალდამცველებმა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამის მიზეზი რაულ ხაჯიმბას მიერ, გადადგომის შესახებ ხელმოწერილი განცხადება გახდა, რომელიც უკვე შევიდა ძალაში.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის შემდეგ, სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასლან ბარციცმა აცნობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა