ირანში მომიტინგეები უზენაესი ლიდერის გადადგომას ითხოვენ

ისინი გვატყუებენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, არადა ჩვენი მტერი აქვეა, ძირს დიქტატორი, - სკანდირებენ ირანში შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.

იარნული საინფორმაციო სააგენტო ILNA-ს ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ირანში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რაც ხელისუფლების მტკიცებით, „ადამიანური გადაცდომით“ იყო გამოწვეული. მომიტინგეები დამნაშავეების დასჯასა და უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. ტრამპის მტკიცებით, ის ირანელი ხალხის „გამბედაობით შთაგონებულია“. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ : „ნუ მოკლავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენს მიერ ათასობით ადამიანი უკვე მოკლული და დაპატიმრებულია. მსოფლიო გიყურებთ, რაც მთავარია, აშშ გიყურებთ,“ - წერს დონალდ ტრამპი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს