ირაკლი სესიაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართ სრული ნდობა მაქვს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

"ვფიქრობ, სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მაქვს და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის ვინ რა ფორმით მონაწილეობდა პროცესში.

სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ამ გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართაც სრული ნდობა მაქვს. მე ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აყენებს. EMC სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის დადგენილის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.

EMC-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელის გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა და მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ