ირაკლი სესიაშვილი - აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება - ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია"

თავისთავად ცხადია, აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება. ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს.

„ყველა ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთის ტყვეობაშია ჩვენი აფხაზეთი. კრემლი აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული არ არის. თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ აფხაზეთში მშვიდობა იყოს, ეს არის საქართველო და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები. რუსეთი ატარებს „დაყავი და იბატონე" პოლიტიკას. თავისთავად ცხადია, აფხაზეთში არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა და ვერც ჩატარდება. ეს ყველაფერი კრემლის „კარის თამაშებია". ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის ჩვენი ყურადღების მიმართვა იმაზე, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დავიცვათ ადგილზე. თუ რაიმე ფორმით შეგვეძლება საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება, რომ რუსეთი ვაიძულოთ იქ ძალადობის ესკალაცია არ მოხდეს, თავისთავად ცხადია, ამას გამოვიყენებთ,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ის ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციისა და ექსპერტების კრიტიკას, რომ ხელისუფლებას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კომუნიკაცია აღარ აქვს, რის გამოც რეალურ ვითარებაზე ინფორმაციას არ ფლობს. სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კავშირზეა მათთან, თუმცა ამაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდება.

„ხელისუფლება კავშირზეა თავის თანამოქალაქეებთან და იმაზე, თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ღიად არ ვსაუბრობთ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ თუნდაც არ დავაზიანოთ არსებული ურთიერთობები. რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ისინი კეთდება მაშინ და იმ ფორმით, რომელიც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებშია. ეს პროცესი გარკვეული მგრძნობელობებითაა დატვირთული. მესმის, რომ როგორც კი ხელისუფლებიდან გადიან მაშინვე კრიტიკის სურვილი უჩნდებათ, მაგრამ ასევე კარგად იციან, რომ დიალოგი მუდმივად არსებობს. იმ პროგრამებს, რომელიც აფხაზებთან განვახორციელეთ, მოაქვს ძალიან ღირებული შედეგი. ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობა და მათი ჩართულობა ამ პროგრამებში ასეთი ინტენსიური არასდროს არ ყოფილა,"- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა