აფხაზეთის ე.წ. ვიცე პრეზიდენტი - რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

ოკუპირებული აფხაზეთის, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებით, რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.

„რაულ ხაჯიბამ, როგორ აფხაზმა, როგორც პოლიტიკოსმა, ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. მან რთული პოლიტიკური გზა განვლო. ის 5 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პირველად მისი მმართველობის დროს შესრულდა ქვეყნის ბიუჯეტი. მის მიერ შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ ძალიან ადრეა, მისი საქმიანობის შესაფასებლად“,-განაცხადა ასლან ბარციცმა.

მისივე თქმით, „ვერ ხედავს აზრს სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს“.

„მისი გადაგომა-გაწონასწორებული გადაწყვეტილებაა. ასეთი მამაცური ნაბიჯის შემდეგ, მიმაჩნია, გასაჩივრება არასწორი იქნებოდა. დაე, ისინი მოვიდნენ პოლიტიკაში, ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ხალხის გაერთიანება“, - განაცხადა ბარციცმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: რაულ ხაჯიმბა მომდევნო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა