რაულ ხაჯიმბა - ვტოვებ თანამდებობას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის

მინდა გაცნობით, რომ ვტოვებ თანამდებობას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიმართვაშია ნათქვამი.

მისი განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება მოსახლეობაში და პირობას დებს, რომ მომავალშიც ყველაფერს იზამს „ქვეყნის განვითარებისთვის“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციცი კი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ხაჯიმბა გადადგა „რომ არ დაღვრილიყო სისხლი და შენარჩუნებულიყო სტაბილურობა ქვეყანაში“.

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლემოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „არჩევნების“ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს