აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. ე.წ. ნაციონალური ასამბლეის დადგენილებით, პრეზიდენტის მოვალეობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „არჩევნების“ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა