სალომე ზურაბიშვილი გურიაში გამართულ აქციაზე - ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს - თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ

თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„მე არაფერი ვიცი, ვინ შემოუშვეს ვინ არ შემოუშვეს. როგორც ხედავთ მთელი მოსახლეობა არ არის მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისი უფლება. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამისი პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება.

ცნობისთვის, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა