რაულ ხაჯიმბა - მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება გადადგომაზე, არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ „პრეზიდენტის“ პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მასზე „ზეწოლა არავის მოუხდენია“.

„არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს, გარდა იმ გარემოებებისა, რაც მე ვნახე. ყველა, ვინც ჩამოვიდა, მომლაპარაკებლებიც და ყველა-ეს მათი საქმეა, ისაუბრეს მათთან ვისთანაც ისაუბრეს. ჩემთან ამ თემაზე არავის ულაპარაკია. მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება“,-განაცხადა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, გუშინ, „რადიო თავისუფლების“ პროექტი Кавказ.Реалии თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რაულ ხაჯიმბამ უარი განაცხადა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს, რომელიც სოხუმში 12 იანვარს, საღამოს ჩავიდა.გამოცემის ცნობით, ვლადისლავ სურკოვამდე რუსეთმა სოხუმში გაგზავნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რომელიც რაულ ხაჯიმბას 11 იანვარს, გვიან ღამით შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა