სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნება

15 იანვარს, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად, სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნება.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა და სკოლის დირექტორი, ლელა ბიბილური.

„სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა მდებარეობს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულესთან გამკლავება უხდება, რაც 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსი სამხედროების მიერ დაწყებული ე.წ. „საზღვრის“ დემარკაციის პროცესით არის გამოწვეული. ამ სკოლას აქვს სამსართულიანი შენობა, სადაც ორასი მოსწავლე სწავლობს დაახლოებით 800 ოჯახით დასახლებული ორი მეზობელი სოფლიდან.

ქვეშის საჯარო სკოლის სრულად გასარემონტებლად ფინანსური დახმარება გამოიყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდიდან აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია როგორც სასწავლო, ისე სანიტარული/ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება სკოლის 200-მდე მოსწავლისთვის. სარემონტო სამუშაოები განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა განახლდა ინტერიერი (კედლები, ფანჯრები, კარები და იატაკი), შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლისა და საკანალიზიაციო სისტემები, გათბობის ახალი სისტემა და ელექტრო გაყვანილობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის პერიმეტრი და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.

აღნიშნული პროექტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი ხანგრძლივი დადებითი შედეგები შეიძლება იქონიოს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულმა თანამშრომლობამ – განსაკუთრებით განათლების სფეროში”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა