მიხეილ კალანდიას პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა, რომელიც მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, განაცხადა, რომ შეუძლოდ არის და სხდომის გადადება მოითხოვა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ, რომელიც დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, განაცხადა, რომ შეუძლოდ არის.

გუგა ბარბაქაძემ სხდომის გადადება მოითხოვა, ვინაიდან მისივე განმარტებით, მას მაღალი სიცხე აქვს, რაც დისკომფორტს უქმნის.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მსჯავრდებულს კითხვით მიმართა, ის მხოლოდ დღეს ვერ მისცემდა ჩვენებას, თუ საერთოდ უარს აცხადებდა, რასთან დაკავშირებითაც, გუგა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ის ჩვენებას მხოლოდ დღეს ვერ მისცემდა.

სხდომის გადადებას დაეთანხმა ბრალდების მხარე. მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ კი, აღნიშნა, რომ „ბრალდებული ავად გახდა დარბაზში, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ". აღნიშნულთან დაკავშირებით, გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, რომ მსჯავრდებული ახალი ნაოპერაციებია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაც შეუძლია.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ